ბათუმის სპორტკომპლექსში სპორტული ფესტივალი გაიხსნა, სადაც მონაწილეობა უკრაინელმა და ქართველმა მოსწავლეებმა მიიღეს. სპორტული ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფრენბურთში, ხელბურთსა და მხიარულ სტარტებში შეეჯიბრნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსგავსი თემატიკის ღონისძიებები დამატებითი მოტივაცია იქნება უკრაინელი ბავშვებისთვის და აჭარის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინელმა სტუმრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 400-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.
პრემიერის ინიციატივა ასევე ითვალსიწნებს სპორტულ და კულტურულ-შემეცნებით აქტივობებსაც.