საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნა. სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს.
პარაშუტისტების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს შემოიღო, რასაც საფუძვლად დაედო დაედო ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტე ხტომები.