ამერიკიდან გზავნილია ერთგულება საქართველოს წინსვლისა და ევროპული მომავლისთვის, ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის გარანტს - აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, აგრეთვე, ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების და სხვა მიმართულებით. კარა მაკდონალდმა აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს. შალვა პაპუაშვილს გარდა კარა მაკდონალდი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.