ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგის გულნარა ახვლედიანის ხსოვნას კონცერტი მიეძღვნა, რომელიც აქ 57 წელი მოღვაწეობდა.ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის და სხვა კლასიკოსების ნაწარმოები სცენაზე მისმა აღზრდილმა მუსიკოსებმა შეასრულეს.გარდა საკონცერტო ნაწილისა სცენა დაეთმო გარდაცვლილი მუსიკოსის მოსწავლეებსა და მეგობრებს, რომლებმაც გულნარა ახვლედიანის პიროვნულ თვისებებსა და პროფესიონალიზმზე ისაუბრეს. მას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.