ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე

09 ივნისი 2022, 19:56 810 ნახვა

„შეტევა საქართველოზე“ - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც ლობირების შედეგს უწოდებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გაჩნდა ინტერესი საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიმდინარეობს. მანამდე კი სპეციალურ ბრიფინგზე, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციაში აღნიშნული მოწოდებებს, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება შემაშფოთებელი უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის პოზიციით, საქართველო და ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ახლოს იმ სტანდარტებთან, რომელიც 2004-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ დაამკვიდრეს. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დარღვევების შესახებ 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, მას  308 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 218 წავიდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში