პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ორ სხვადასხვა ინიციატივაზე იმსჯელა. კერძოდ საუბარია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანაზე.
კანონპროექტის მიხედვით, იზრდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და შეეძლება მუნიციპალიტეტს დაცულ ტერიტორიაზე მომხდარ ნებისმიერ დარღვევაზე თავად შეადგინოს სამართალდარღვევათა ოქმი.
დღესვე დეპუტატებმა პლენალურ სხდომაზე კიდევ ერთ ინიციატივას უყარეს კენჭი მესამე მოსმენით.
ცვლილებები შევიდა ნორმატიულ აქტებში, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ცვლილებას ამ კუთხით, უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდება თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კანონმა აჭარის ბიუჯეტზე.