ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 81- ხმით მიიღეს.
''ნაციონალური მოძრაობა'' უდუმაშვილის ნაცვლად პარლამენტში სხვა წევრს ვერ შეიყვანს, რადგან სია ''ჩახსნილი'' აქვს.
ზაალ უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე 29 მაისს განაცხადა.
ამბობს, რომ საქმიანობას მედიაში განაგრძობს.