საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.