დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში გასვლაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა სკოპიეს ეროვნულ არენაზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ისინი ისტორიაში სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ერთი შეხვედრა მეტოქემ მოიგო, ხოლო ორი ფრედ დასრულდა. ერთა ლიგის ახალ სეზონში 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე, კი 4 ქულით, სწორედ ჩრდ.მაკედონია იმყოფება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
საქართველო ფიფას მიმდინარე რეიტინგში 83-ე პოზიციას იკავებს.