დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

08 ივნისი 2022, 13:00 712 ნახვა

დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ხომასურიძის საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში მოხდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ.

დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი