საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
სამართალდამცველების მიერ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.