პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში

08 ივნისი 2022, 12:06 559 ნახვა

შალვა პაპუაშვილი კოლეგებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს, შედგება პოლიტიკური დებატებიც. პარლამენტის თავმჯდომარესთან კითხვები ექნება ოპოზიციას. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რის დასმასაც ოპონენტები შალვა პაპუაშვილის მიმართ აპირებენ, არის, თუ როგორ ასრულებს პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქციას.

კითხვები შეეხება ევროინტეგრაციის მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობა.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მოხსენება საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სპიკერი ანგარიშს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში წარადგენს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში