„ქალები თავდაცვის სისტემაში“ - სემინარი

08 ივნისი 2022, 12:05 327 ნახვა

„ქალები თავდაცვის სისტემაში“ - ქალთა ლიდერობის თემაზე  სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სემინარის მონაწილეები, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ორი დღის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა ლიდერობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა  ქალებისთვის სამხედრო კარიერის განვითარების შესაძლებლობები და მათი აქტიური მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში.

სემინარის მიზანია თავდაცვის უწყებაში წამყვან მენეჯერულ რგოლთან ერთად ქალების მეტი ჩართულობისთვის სტრატეგიების შემუშავება.

ღონისძიება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი