ძლიერი აფეთქება და სროლა თურქეთის ქალაქ იზმირში. ''დოღან ნიუსის'' ინფორმაციით, შემთხვევა ეგეოზის სანაპიროსთან მდებარე სასამართლოს შენობასთან მოხდა. დაშავდა 3 ადამიანი. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ - ჯერობით უცნობია. თქვენ ახლა კადრში ხედავთ რა ხდება შემთხვევის ადგილზე, თურქული მედია კადრებს პირდაპირ ეთერში გადასცემს.