პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე მთავრობა საკონსტიტუციოს მიმართავს

07 ივნისი 2022, 19:28 1032 ნახვა

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ხელისუფლებამ. ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტებას საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას და ეს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. ცვლილების ინიციატორები ამბობენ, რომ ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა და ეს არ ნიშნავს პრეზიდენტთან ბრძოლას

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში