რა მორალზე მელაპარაკებით თქვენ, როცა ბავშვებს იჭერდით - თორნიკე რიჟვაძე გია აბულაძეს

07 ივნისი 2022, 15:23 9170 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს გია აბულაძეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ვიდეო აჩვენა, სადაც ის მხარს უჭერს და ამართლებს არასრულწლოვანის, სკოლის მოსწავლის დაკავებას, რომელმაც სკოლის დარბაზიდან ბურთი წაიღო.

„იცით რატომ დააკავეთ ეს ბავშვი? რა მორალზე მელაპარაკებით თქვენ, როცა ბავშვებს იჭერდით? მორალი სად დაკარგეთ? აქედან ოჯახებში არ უნდა წახვიდეთ?“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აღნიშნული ვიდეოს ჩვენებას სხდომათა დარბაზში მორიგი ხმაური მოჰყვა. გია აბულაძემ აღნიშნულს სამარცხვინო საქციელი უწოდა.

"რას წარმოადგენთ, რომ ვინმეს ბიოგრაფიაზე ისაუბროთ? არც მორალური უფლება გაქვს, ვერც თქვენი წარსულით ისაუბრებთ ჩემს ოჯახზე, არც თქვენი განვლილი გზით გაქვთ უფლება, რომ ჩემი ოჯახი ახსენოთ, ჩემს ოჯახზე ხელს ნუ იშვერთქო  გითხარი, წადი და ეჩვენე ექიმს...რამდენი ვიდეო კლიპიც არ უნდა დაამონტაჟოთ... არშემდგარი ძველი ბიჭი ხართ" - უპასუხა გია აბულაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი