1999 წელს ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის, თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ - თორნიკე რიჟვაძე ელგუჯა ბაგრატიონს

07 ივნისი 2022, 14:38 3048 ნახვა

ხმაურია აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს უსმენენ. ერთმანეთს ''ქართული ოცნებისა“ და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ელგუჯა ბაგრატიონმა მთავრობის თავმჯდომარე ნეპოტიზმში დაადანაშაულა. სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში სიტუაციას თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე აკონტროლებს, მისი ზეწოლის შედეგად კი საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

„ბატონო ელგუჯა, თქვენ და თქვენს კოლეგებს მინდა გითხრათ, რომ აქ რომ შემობრძანდით, ეს თქვენს თავმოყვარეობაზეა, ეს ერთი, მეორე მორალს და სენტენციებს მიკითხავთ, ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის მამაჩემს, თქვენც საჯარო პირი ხართ, თქვენი ოჯახის წევრები მიხსენებია ოდესმე? 1999 წელს ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის. თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძე ასევე თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან კავშირში დაადანაშაულეს. 

''ქართული ოცნების'' დეპუტატებმა განაცხადეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ შოუს დგამს.  მათივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს დეპუტატებს სცემდნენ და "ნასამართლევი, ყაჩაღები ოპოზიციის რიგებში არიან“.

დღეს, 7 ივნისს რიგგარეშე სხდომა იმართება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უკვე ერთი საათია, მთავრობის თავმჯდომარე შეკითხვებს პასუხობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი