საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში. ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოს მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქართველომ ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ასოცირებულ ტრიოს შორის კი, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს, საქართველო არის უპირობო ლიდერი ყველა პარამეტრით. პარალელურად ხელისუფლება ოპოზიციას ბრიუსელში ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. პოლიტიკური ოპონენტები კი ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ,ხელისუფლებამ კი გადაბრალების პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს