პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასოცირებულ ტრიოს შორის, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს, საქართველო არის უპირობო ლიდერი ყველა პარამეტრით.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისა და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ინსტიტუტების შეფასება. საქართველომ კი ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ყველა პარტნიორი აღიარებს შედეგებს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მიღწეული.