აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადება

06 ივნისი 2022, 11:47 874 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ ნარჩენების მართვის კომპანიის წერილობითი ინფორმაცია მოგვაწოდა, ''ნაციონალური მოძრაობის'' ბრიფინგის საპასუხოდ, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი აშენდა.

პროექტი ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს. საერთაშორისო ორგანიზაცია იბიარდისა და სიდას დაფინანსებული პროექტის ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს. 

სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ტექნიკურ აღჭურვაზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც იბიარდთან მიღწეული შეთანხმებით, დამატებით 28 მილიონი ევროთი ფინანსდება.

პარალელურად უკვე დაწყებულია ძველი ნაგავსაყრელების კონსერვაციის პროცედურები.

ახალ ნაგავსაყრელზე როგორც ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შეგროვებული ნარჩენები განთავსდება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში