დეპუტატები პარლამენტში ეროვნული ბანკი წლის ანგარიშს კობა გვენეტაძის მოადგილეებისგან ისმენენ. კანონმდებლები ძირითადად ინფლაციით და ლარის მერყეობით ინტერესდებიან. ხელისუფლების ოპონენტები კი კონკრეტულ პასუხს ელოდებიან კითხვაზე, თუ როგორ არ არის ეროვნული ბანკი 13%-იან ინფლაციასთან კავშირში.
დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავასაც უნდა მოუსმინონ.