"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები დაიწყო

05 ივნისი 2022, 17:49 555 ნახვა

საქართველოს რეგიონებში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები იმართება. დღეს შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრები გორში შეიკრიბნენ. ისინი ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად რეგიონში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა.

გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში