უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

05 იანვარი 2017, 00:00 2212 ნახვა

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მხარდაჭერა შესაძლოა ვერც მეცხრე მოწვევის პარლამენტისგან მიიღოს.   კანდიდატების განხილვა ერთ-ერთი პირველი საკითხი იქნება, რომელზეც საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებენ, თუმცა უმრავლესობაში პოზიციები არ შეცვლილა. წინა მოწვევის პარლამენტმა, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ თამარ ლალიაშვილს, ნონა თოდუას და ანა დოლიძეს მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა. ანა დოლიძის ნაცვლად ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა  არის   წარდგენილი.

ამავე კატეგორიაში