მოცარტის ოპერის „ბასტიენი და ბასტიენა“ პრემიერა შედგა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. ოპერის დადგმა პროექტის „მუსიკოსები საზღვრების გარეშე „ ფარგლებში განხორციელდა.
მოცარტის ოპერა „ბასტიენი და ბასტიენა“ კომედიური ჟანრისაა, ასევე მასში გადმოცემულია სიყვარულის ისტორია. ავტორმა ოპერა „ბასტიენი და ბასტიენა“ 12 წლის ასაკში დაწერა. მსახიობები საპრემიერო ჩვენებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.
სპექტაკლში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პრემიერა განათლების სამინსიტროს და მერიის დაფინანსებით შედგა.