აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ქობულეთში გაიმართა. სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია: პედაგოგების, ბიბლიოთეკარების, მოსწავლეებისა და დეპუტატებმა მშობლებისგან მიიღეს. პედაგოგებმა კი ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგებაზე, წიგნადი ფონდის განახლებასა და ბიბლიოთეკების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით აღჭურვასა და გაციფრულებაზე ისაუბრეს. უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება