"მეტრონომი ანუ ხუთი შეხვედრა და არც არაფერი ..." რეჟისორ მერაბ ლებანიძის ერთმოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე" შედგა.
მინიმალისტური ხერხით შესრულებული, მელოდრამატული ჟანრის ისტორია ქალისა და მამაკაცის ხუთ შეხვედრაზე გვიამბობს, სადაც ერთი შეხედვით მართლაც ,,არც არაფერი ხდება“, მაგრამ, სინამდვილეში, ადამიანური ურთიერთობების მრავალმხრივ ამბავს ასახავს.
სპექტაკლში 5 მსახიობი მონაწილეობს. პიესის ავტორია თამარ ბართაია.