პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ

03 ივნისი 2022, 11:03 776 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ელოდებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცახდებენ, საუბარი შეეხება პროექტს "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რეგიონში არსებულ ვითარებას და ასევე, ახალ სამოქმედო გეგმას.

მინისტრთან კითხვები ოპოზიციონერ დეპუტატებს ისეთ საკითხებზე ექნებათ, როგორიცაა ოკუპირებულ რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობა და განათლება.

ასევე, საუბარი შეეხება ქვეყნის სტრატეგიულ ინფორმირებულობას აფხაზეთსა და ცხინვალში ჩასატარებელ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი