2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონის წინა თვესთან და წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, 2010 წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 19 პროცენტით მოიმატა. როგორც უწყება განმარტავს, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია. გადააჭარბებს თუ არა მომავალში ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს?