"ლელო - საქართველოსთვის" წევრები პოლიტსაბჭოს ფორმატში შეიკრიბნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი იყო. ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმებაში ხელახლა ჩართვა, პრეზიდენტის მხრიდან ყველა ბერკეტის გამოყენება, რათა მმართველი გუნდი დაუბრუნდეს მიშელის შეთანხმებას, კონსულტაციების დაწყება ევროპელ კოლეგებთან, ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რაც "ლელოს" ლიდერებმა სხდომაზე განიხილეს.