რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

31 მაისი 2022, 12:16 900 ნახვა

რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ სრულად შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ჰოლანდიურ კომპანია „გასტერას“, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს.

„პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა უნდა განხორციელდეს რუბლებში ახალი რეკვიზიტების გამოყენებით, რის შესახებაც კონტრაგენტებს ეცნობათ დროულად“, – ნათქვამია ,,გაზპრომის'' განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში