გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების „განკარგულება“ შეაჩერა

31 მაისი 2022, 11:14 602 ნახვა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე. „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში