აქცია წყლის მიწოდების და გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

31 მაისი 2022, 11:01 778 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა მახინჯაურში, თამარ მეფის მესამე შესახვევში. მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს.

ამბობენ, რომ რეზერვუარის მოწყობის მიუხედავად 60-მდე ოჯახს წყალი არ მიეწოდება. წლებია წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან, ეზოებში მოწყობილი ჭაბურღილები კი ავტობანის მშენებლობის შემდეგ დაზიანდა.

აქციაზე შეკრებილები გზისა და გარე განათების ბოძების მოწესრიგებასაც ითხოვენ. მათი ინფორმაციით, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას თუმცა პრობლემები არ მოგვარებულა.

ამ ქუჩაზე საქალაქო მიკროავტობუსების დანიშვნასაც მოითხოვენ. უბანზე არც ნაგვის ურნები დგას.

საპასუხო კომენტარს კომპანია „ ბათუმის წყლისა“ და ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურისგან ველოდებით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში