რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - დაიღუპა სამი ადამიანი

31 მაისი 2022, 10:25 1420 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, იერიშის შედეგად გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, ექვსი კი დაშავებულია. 

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სკოლის შენება და შვიდი მრავალსართულიანი სახლი. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის არმია სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებით შტურმს ახორციელებს.

მათივე ცნობით, რუსული ძალები ლიმანზე შეტევისთვის ემზადებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში