დაკავება თაღლითობის ბრალდებით

04 იანვარი 2017, 00:00 2582 ნახვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს, ხოლო ერთი  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა  კომპანიები დააფუძნეს იმ მიზნით, თითქოს უცხოეთიდან მოქალაქეთათვის სასურველი მანქანები შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ. ისინი მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ.  ამ გზით უწყების ინფორმაციით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 ათას  300 დოლარს და 1900 ევროს. 

ამავე კატეგორიაში