სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი

30 მაისი 2022, 11:00 574 ნახვა

რამდენიმე საათში თბილისს სომხეთის  პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა დელეგაციების თანხლებით პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში.

გარდა ამისა, პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს და შალვა პაპუაშვილს შეხვდება.

ასევე ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი