მანამ, სანამ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის მეთაურია, ჩვენ ნამდვილად ვერ ვეტყვით „დიახ“ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან მოლაპარაკებები არ იყო "მოსალოდნელ დონეზე" და ოფიციალური ანკარა ვერ დათანხმდება მათი ნატოში გაწევრიანების განაცხადს.
ცნობისთვის, ნატო-ს ყველა წევრის მხარდაჭერის გარეშე შვედეთი და ფინეთი ვერ შეუერთდებიან სამხედრო ალიანსს.
ორივე სკანდინავიური ქვეყანა უარყოფს ქურთი მებრძოლების მხარდაჭერას.