ევროკავშირმა შესაძლოა უარი თქვას რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე: "ბლუმბერგი"

29 მაისი 2022, 17:02 1480 ნახვა

ევროკავშირმა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე, შესაძლოა ემბარგოს დაწესება გადადოს - ამის შესახებ Politico იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატები განიხილავენ გზას, რომელიც შეამსუბუქებს იდეას, რუსული ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე.

ამის ნაცვლად კი, დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება - ეს საშუალებას მისცემს უნგრეთსა და სხვა ქვეყნებს, განაგრძონ რუსული ნავთობის ყიდვა მილსადენებით.

სტატიაში ნათქვამია, რომ დიპლომატებს შორის ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი