სუპერმარკეტში რუსმა სამხედროებმა გვამების შესანახი ადგილი მოაწყვეს

29 მაისი 2022, 16:36 757 ნახვა

პროზექტურა სუპერმარკეტში - მარიუპოლში სუპერმარკეტში ოკუპანტების მორიგი სისასტიკის კვალი აღმოაჩინეს.

აგრესორები იქ ცხედრებს ასაწყობებდნენ. როგორც ქალაქის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო წერს, რუსებმა გარდაცვლილთა ცხედრები სწორედ ამ ადგილზე მოიტანეს და დაყარეს, აცხადებს, რომ ცხედრების ნაწილს გახრწნა აქვს დაწყებული.

ომის დაწყების დღიდან უმძიმეს ვითარებაში მყოფი მარიუპოლი ინფექციური დაავადების აფეთქების საფრთხის წინაშეა - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს. ვადიმ ბოიჩენკო აღნიშნავს, რომ ოკუპანტების თავდასხმების შედეგად მარიუპოლში 22 000 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო 1 კვირაში რუსმა სამხედროებმა მარიუპოლიდან სოფელ ბეზიმიანში მდებარე ფილტრაციის ბანაკში თითქმის 3 000 უკრაინელი გადაიყვანეს, მათ შორის 300 ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სახალხო დამცველზე დაყრდნობით ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი