თბილისს ხვალ სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

29 მაისი 2022, 14:45 899 ნახვა

ხვალ თბილისს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა დელეგაციების თანხლებით პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში.

გარდა ამისა, პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეხვდება.

ასევე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივს მიაგებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი