ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა იპოვოს იმგვარი ბალანსი, რომ საკუთარი ეკონომიკა ძალიან არ დააზარალოს.
"თუ ჩვენ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ალბათობით, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და გამოიმუშავებს უფრო მეტს,"- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.