პრემიერი იორდანიაში ჩავა

28 მაისი 2022, 14:26 770 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, დღეს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში.

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.ი გახდება,რა კონცეფციის იქნება ქართული კულტურის ცენტრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი