ბათუმში შარაშიძის ქუჩაზე, პირველ და მეორე ჩიხებში უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. ასევე დასრულებულია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ამ ეტაპზე მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის მერმა დაათვალიერა.
ვიდეო-მასალა მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.