ქიმიის ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორებმა და სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის ინტერაქციული გამოფენა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა ბსუ-ს ლაბორატორიები დაათვალიერეს და ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ყოველწლიური ფესტივალი ბსუ-ს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია.