თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება  

28 მაისი 2022, 10:15 1409 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრი ბავშვთა დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადება.

მსახიობები სპექტაკლის  „ალადინის ჯადოსნური ლამპარის“ პრემიერისთვის რეპეტიციებს გადიან, რომელიც მოწვეული რეჟისორის ვახტანგ ქორიძის ხელმძღვანელობით იდგმება. 

პირველ ივნისს პატარებისთვის თეატრის შიდა და გარე სივრცეში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც 13 საათზე დაიწყება.

16 საათზე კი საყვარელი ზღაპრის გმირების მონაწილეობით საბავშვო კონცერტი გაიმართება ღია ცის ქვეშ.

19 საათზე ანიმაციური ფილმის ჩვენება, 21 საათზე კი თეატრის მიმდებარედ  ფრანების შოუ მოეწყობა. სპექტაკლის პრემიერაზე დასწრება თავისუფალია .

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში