ხულოს მუნიციპალიტეტი მონაწილეობით ბიუჯეტს იწყებს

27 მაისი 2022, 18:39 703 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამა მიმდინარე წლიდან ხულოშიც დაიწყება. პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი იდეა  წარადგინოს, რომლის  განხორციელება დაბა ხულოში სურს.  მიმდინარე წელს იდეების  რეგისტრირება, გადარჩევა, შეფასება და გამარჯვებული იდეების გამოვლენა მოხდება.  სამუშაო პროცესი კი მომავალ წელს დაიწყება. მონაწილეობით ბიუჯეტს მერია 60 ათასი ლარით დააფინანსებს.  გამარჯვებული  ის პროექტი დასახელდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. პროექტის საქმიანობის წესი და  საბჭოს შექმნა  დღეს საკრებულოს წევრებმა  სხდომაზე დაამტკიცეს.  პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით  ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში