მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ კიდევ 70 ცხედარი იპოვეს - მერის მრჩეველი

27 მაისი 2022, 13:53 1015 ნახვა
00:00
00:00

მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე  ცხედარი იპოვეს -ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. ინფრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე განმარტებით, დაღუპულთა ცხედრები პოლიეთილენის ჩანთებში ჩაალაგეს და სოფელ სტარი კრიმში, მასობრივ საფლავში დასაკრძალავად გაიტანეს.

"დაბომბვის შემდეგ ხალხი შენობის ნანგრევებში ჩაიკეტა. ცხედრების იდენტიფიკაცია არ განხორციელებულა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედრების მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელი იყო" - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში