ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-მილანის რეისის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. 235 მოქალაქე კომპანია "ვიზეარს" უყურადღებობაში ადანაშაულებს.
მათი თქმით, მილანის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა რამდენჯერმე გადაიდო, მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა, მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელეს.
მგზავრების განმარტებით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში ბავშვებთან და ასაკოვან ადამიანებთან ერთად იყვნენ, არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ რეისის გაუქმება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა და დამატებით განმარტებას კომპანია „ვიზეარი“ გააკეთებს.