შეთანხმება ლუფტჰანზასთან

25 მაისი 2022, 17:36 2661 ნახვა

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში LUFTHANSA GROUP-ის გაყიდვების წარმომადგენლებს შეხვდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.ისაუბრეს კომპანიის სამომავლო საქმიანობაზე საქართველოში. განიხილეს გერმანული ჰოლდინგის მიერ საქართველოს ბაზარზე ჯგუფში შემავალი სხვა ავიაკომპანიებით - Brussels Airlines - ით, Austrian- ით, Swiss - ით ოპერირება, რაც დამატებით ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებებით ფრენების დაწყებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს,  ხოლო დიუსელდორფის მიმართულებით LUFTHANSA GROUP-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS - ი, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებითაც იწყებს. LUFTHANSA GROUP-ის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში