21 მილიონ ლარამდე დაიხარჯება მიმდინარე წელს ქობულეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნები პრიორიტეტების განსაზღვრისას ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციასაც, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობაში არ ეთანხმებიან.