აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე დაინიშნა

24 მაისი 2022, 17:42 1877 ნახვა

საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზაზა შავაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი იყო, უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი სურმანიძე კი საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდა აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე. მისი განცხადებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, პირად საუბარში კი ამბობს, რომ  თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში